Joyce McMillan: The GIFT Festival in Tbilisi is a triumph of the creative spirit

SWTS-masthead-share-img

The first time I ever caught a glimpse of Georgian theatre, the year was 1979, and I was in the upper circle of Edinburgh’s Lyceum Theatre, squeezed in with a capacity audience to watch Robert Sturua’s legendary Rustaveli Theatre production of Shakespeare’s Richard III. The show was the runaway success of that year’s Edinburgh Festival, and went on to take London by storm, with its unforgettable map-like design, and thrilling central performance from the legendary Georgian actor Ramaz Chkhikvadze.

Then, in the 1980s and 90s, William Burdett-Coutts of Assembly, at the Edinburgh Fringe, began his long creative relationship with the Georgian Film Actors’ Studio at the Tumanishvili Theatre, and with the inspirational Keti Dolidze, its artistic director since 1996. Together, they brought to Edinburgh superb productions of classics including Don Juan, A Midsummer Night’s Dream, King Lear and Antigone; and in 1997, they decided to launch the Georgian International Festival of Theatre, known as GIFT not only after its English acronym, but because – as Dolidze always insists – it was a gift from all the friends of Georgian theatre, in the UK and elsewhere.

It wasn’t that 1997 was an easy year in Georgian history. When I travelled to see two early GIFT festivals, in the late 90s, the city centre was still bullet-marked from the conflicts that flared during the break-up of the Soviet Union, and most of the hotels were full of refugees from the Russian border regions of Abkhazia and South Ossetia; we festival visitors stayed in people’s homes, since hotel rooms were so scarce.

Like the Edinburgh Festival, though, GIFT was born out of a determination to build a new peace, after a period of war; and over the past 19 years – through good times and bad, including a four-year period when the festival was suspended by one post-Soviet Georgian government – GIFT has gradually grown into the one-month celebration of international arts it is today, with world-class companies from Spain, Russia, Georgia, the USA and Germany taking part this year, alongside an Italian season produced with the support of the Italian Embassy.

So today, from the window of my high-rise hotel, I can see the traces of all the tides of history that have swept across this ancient city, with its magical hot sulphur spring in the heart of the old town, its wonderful churches and mosques, its sweeping 19th century avenues, its share of functional Soviet-era architecture, and – since 1997 – a whole new wave of spectacular 21st century development, glittering commercial towers that now dominate the modern city centre. Yet despite this recent wave of modernisation, Georgia’s troubled history of stubborn survival in the face of invasion and occupation from all directions is far from over. Today, the nation – with a population smaller than Scotland’s – finds itself sandwiched between Putin’s Russia and Erdogan’s increasingly assertive Turkey, and increasingly alarmed by destabilising events like Brexit, and the rise of a new, inward-looking nationalism across the West.

Over at the Tumanishvili Theatre, though, Dolidze and the GIFT festival are rising to the challenge of these latest troubled times with their usual flair, helping to put Georgian theatre on the international map, and introducing Georgian audiences to an impressive range of international work. In four days in Tbilisi, I saw a superb production of Heiner Muller’s controversial Medea Material by Italian company Proxima Res, featuring a stunning solo performance from Mariangela Granelli; and a thrilling, emotional King Lear from the Tumanishvili company itself, full of a profound Georgian sense of how family feeling remains an irresistible driving force, even at times when the generations are torn apart by history. Outside the festival, I spent a magical evening at Gabriadze’s beautiful Tbilisi puppet theatre, watching a show called Ramona, about two railway engines, that mysteriously combines a gorgeously simple romantic story – and some wonderful, hand-made object theatre – with a sweeping sense of 20th century Soviet history, and the role in it both of heavy industry, and of touring circuses.

And finally, there was a chance to glimpse an open rehearsal of the great Russian director Dmitry Krymov’s version of Lermontov’s The Demon, a story set in Tbilisi about a dark demon of death who falls in love with a maiden so good and beautiful that her influence transforms him, and the world. Krymov’s version of A Midsummer Night’s Dream won huge plaudits at the Edinburgh International Festival of 2012; and here, using his unique method of working with a team of design students and young performers, Krymov uses the story of The Demon to create an unforgettable series of reflections on the recent history of Russian and Georgian culture, with one hugely powerful sequence showing a Stalin-era KGB man stamping out and destroying as much of Georgia’s glorious cultural heritage as he can reach.

It’s difficult to overstate the emotional impact of watching this show in Tbilisi’s old town, in the beautiful galleried space of the old Caravanserai museum there; of seeing a Russian company come to Georgia, and use the power of theatre to acknowledge so much of the pain of the last 100 years of history. “It was a gift to humanity,” said one Italian company member, after the show. And like all great festivals –including Edinburgh, at its magnificent best – GIFT is about these mutual acts of giving; allowing the great tradition of Georgian theatre to give itself to the world, and demonstrating to this great and beautiful city that the world does not always arrive to invade and conquer, but sometimes comes to sing, laugh, weep and celebrate, to heal the wounds of history, and to face the future together. ■

  Continue reading

Advertisements

GIFT FESTIVAL IS 20 YEARS OLD!

22424182_10213773562951779_7559602398191498400_o

Georgian International Festival of Arts GIFT in Tbilisi in honor of Michael Tumanishvili will celebrate its 20th anniversary from October 15 till November 12/ 2017 to deliver to the Georgian theatergoers and the art-lover audience the range of endeavor which will promote European understanding through excellent culture.  The Gift festival is boasting several grand openings at the  jubilee addition, running over a month and celebrating two decades of the festival which, according to the British press  “like all great festivals –including Edinburgh, at its magnificent best – is about these mutual acts of giving; allowing the great tradition of Georgian theatre to give itself to the world, and demonstrating to this great and beautiful city that the world does not always arrive to invade and conquer, but sometimes comes to sing, laugh, weep and celebrate, to heal the wounds of history, and to face the future together.” Joyce McMillan, Chief Theatre Critic. Scotsman, UK

2017 marks the twentieth anniversary of the festival. The starting point was a sense in the international theatre community that Georgia needed to free itself from the mess that the breakup of the Soviet Union and the ensuing civil conflict had left. GIFT was not only an acronym of the festival’s name, it represented the gift of artistic solidarity from the theatrical world. Much of the impetus came from William Burdett-Coutts, the founder of Assembly (one of the main production companies of the Edinburgh Festival Fringe) and later the Director of London’s Riverside Studios. He garnered the support of many of the great names of British theatre, including Peter Brook, Vanessa Redgrave, Richard Attenborough and Anthony Hopkins, and Burdett-Coutts was a major force in shaping the blueprint for the programming.

Twenty years ago an unlikely combination of Georgian and international theatre makers ensured that the spirit of Edinburgh – the belief that festivals make a difference in dark times – was transported to the capital of Georgia. It was a belief too that those facing the most serious issues deserve the best the arts can offer if they are to make sense of events and re-imagine the future. GIFT has survived and, while it has not always prospered, it has shown that resilience pays off in the long run.

ლიბი სკალას Felicitas

მარიამ იაშვილი

25 ოქტომბერს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის – „საჩუქარი“  (2016) -ფარგლებში, ცნობილი ამერიკელი მსახიობის, ლიბი სკალას მონო სპექტაკლი -FELICITAS  – გაიმართა(რეჟისორი – ჯენის ელ გოლდბერგი). ლიბი სკალასვეერთი მსახიობისთვის დაწერილისცენარი,თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მცირე სცენაზე,მაყურებლისთვის ინგლისურ ენაზე სუბტიტრების გარეშე გათამაშდა.

დარბაზში,სავარძელზე მოთავსებულ ფერად ფურცელზე, ქართულად დაბეჭდილი ტექსტი დამხვდა (როგორც ქალბატონმა ქეთი დოლიძემ სპექტაკლის დაწყებამდე აღნიშნა: „იმ უმცირესობისთვის, ვინც ინგლისური არ იცის“). მე სწორედ იმ „უმცირეს ადამიანთა“ სიაში აღმოვჩნდი (სამაგიეროდ, კარგად ვფლობ გერმანულ ენას).

ფესტივალის ორგანიზატორების მიერ საგანგებოდ თარგმნილი პიესის ფაბულას, მხოლოდ მოგვიანებით გავეცანი. ინგლისური ენის არცოდნის მიუხედავად, უდიდესი სურვილი მქონდა:წარმოდგენის არსსინტუიციის,ან,თუ გნებავთ, პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარეჩავწვდომოდი;ამჯერად,ხელოვნების ენის უნივერსალურობაზე გამეკეთებინა აქცენტი.

წარმოდგენის მსვლელობისას,ჩემი პროფესია,თეატრმცოდნეობა რომ არ ყოფილიყო, ლინგვისტური ენის არცოდნასთან დაკავშირებული „უხერხულობა“, ზედმიწევნით სუბიექტური იქნებოდა.მერწმუნეთ, ყოველდღიურად, სახელოვნებო მეცნიერებებში მიმდინარე კვლევების გაცნობის აუცილებლობა, სულაც არაა საჭირო, რომ იცოდე: საუკუნეების განმავლობაში მიმდინარე სახეცვლილებების მიუხედავად, დრამა, თავისი მარტივი ფორმითაც კი დღემდე,სხეულისსივრცეში გამოხატულ მარტივ მოძრაობად რჩება. თანამედროვეობაში დამკვიდრებულიტერმინი – „თეატრალური ტექსტი“, -რა თქმა უნდა, თავისი შინაარსით, არ მოიცავს მხოლოდ და მხოლოდ სპექტაკლის დრამატურგიულ-ლიტერატურულ ნაწილს. როლან ბარტს თუ დავესესხებით: სათეატრო ტექსტი- რეჟისორის, ან, მსახიობის მიერ სცენაზე მოცემული „ინფორმაციული ნაკადის პოლიფონიური თანამიმდევრობის“ ერთობლიობაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თეატრალური ფენომენი, ბარტმა სხვადასხვა ნიშანთა სისტემის ერთობლიობასთან – თამაშის წესებთან, ენისა და მეტყველების „ორიგინალურ“ გამომსახველობით საშუალებებთან დააკავშირა და ერთ კონკრეტულ ფრაზაში: „ნიშნულთა მოდელების ერთიან სისტემაში – signification“ გააერთიანა.

ბარტის -„ნიშნულთა მოდელების ერთიანი სისტემა“ – შემთხვევით არ მიხსენებია. სიტყვა – signification -უახლეს თანამედროვე ხელოვნებაში მნიშვნელოვან დატვირთვას იძენს. განსაკუთრებით კი – თეატრში.„signification“იმ ძირითად, „უთარგმნელ“ მესიჯებს გვაწვდის, რომლებიც,საბოლოოდ, ხელოვნების ენის უნივერსალურობაშიგვარწმუნებს.წარმოდგენის ნახვისას,ლიბი სკალას პროფესიული, უნაკლოთამაშის მიუხედავად, ამ გზავნილების ნაკლებობა,სამწუხაროდმძაფრად განვიცადე.

მედდის კოსტიუმში გადაცმული ლიბი, როგორც გაირკვა, თავისი დიდი დეიდის, ლიზის თავგადასავალს გვიყვება. მსახიობი მინიმალისტური სამსახიობო თუ თეატრისთვის დამახასიათებელი გამომსახველობითი ხერხებით: -სხეულის, მიმიკის, მიმბაძველობის,   ცოცხალი მუსიკის (რომლის ავტორი და შემსრულებელი, მისივე მეუღლე – სტივენ მეია), სცენის უკანა კედელზე დამონტაჟებული ეკრანის, ვიდეო და ფოტო კოლაჟების საშუალებით – გამოსახავს. ერთი შეხედვით, თითქოსყველაფერინათელია: სცენოგრაფიაც, სამსახიობო შესრულების უნაკლო ხარისხიც, რეჟისორული ჩანაფიქრიც კი… მაგრამ,  მაინც… უყურებ წარმოდგენას და ხვდები, რომ მთავარი მესიჯი:მსახიობის მიერ მოთხრობილი ამბის შინაარსშია ჩადებული…შინაარსში, რომელსაც ბოლომდე ვერ გებულობ… ხვდები მხოლოდ, რომ უდიდესი შინაარსისა და კონცეფციის მატარებელი ამბავია, რომელსაც ლიბი სკალა  სხეულით, ხმითა და ინტონაციით ჰყვება. ჰყვება, როგორც პატარა გოგონა,  – გულწრფელად, ემოციურად, სიყვარულით. ისე, როგორცაღფრთოვანებული ბავშვი, გაგონილ ან ნანახამბავს,მოყვებოდა.

და, მართლაც… წარმოდგენის მთავარი პერსონაჟი – ფელიჩიტას სოფერი – „მესამე რეიხს გამოქცეული“- ავსტრიელი ექთანი ლიზი აღმოჩნდა. ქალი,რომელმაც ჩვილი ბავშვების გაზრდის განსაკუთრებული მეთოდი და კულტურა ამერიკულ საზოგადოებასგადასცა. ამ დრამატული ადამიანის ამბავს, ფესტივალის ორგანიზატორების მიერ თარგმნილი ლიბი სკალას ტექსტის მეშვეობითვიგებთ:

პიესისავტორისგან:

ფელიჩიტას სოფერი ჩემი დიდი დეიდა ლიზი გახლდათ და მეც მისი ერთერთი აღზრდილი ჩვილი ვარ. მისი მოღვაწეობის არეალი ნიუჯერსის შტატი გახლდათ, სადაც ლიზი ჩემს გაჩენასაც დაესწრო და თავისი წესით ჩემს აღზრდას შეუდგა. გავიზარდე თუ არა, იშვიათად ვხვდებოდით და თავის საქმეზეც არასოდეს ლაპარაკობდა. როცა გარდაიცვალა, და ჩემი წარმოდგენისლილიადასადგავად მიმიწვიეს ნანთაკეთში (კუნძული მასაჩუსეტთან) აღმოვაჩინე, რომე ჩემი მასპინძელიც ლიზის გაზრდილი ყოფილა და მაშინვე მირჩია მასზე პიესა დამეწერა. მარცვალი დაირგო. თუმცა რომელი მასალიდან მეხელმძღვანელა? ღირდა თუ არა საერთოდ სპექტაკლზე ფიქრი? შემდეგ ოჯახის წევრებთან საუბრებმა, მეგობრებთან და დედებთან კონსულტაციამ, ვინც დეიდა ლიზისთან უთანამშრომლიათ, დამარწმუნა ამაში. დიდ მალდობას ვუხდი მათ ამისთვის და იმგრძნობისათვის, რომელიც მათმა სიყვარულმა დეიდა ლიზის მიმართ გააჩინა ჩემში.ლიბისკალა

ამდენად, სხვადასხვა ადამიანის მოთხრობილი ამბავი, ლიბი სკალამ ინტერვიუს პრინციპზე აგებულ, მსახიობისა და სცენარისტის მიერ მოთხრობილ, ერთ მთლიან თეატრალურ ტექსტად გარდაქმნა. კვლავ როლან ბარტს თუ დავესეხებით,ამშემთხვევაშიც – „ავტორის ფიგურა ახალი დროის კუთვნილებაგახდა“.

წარმოდგენის შესახებ,„დაშიფრულ ინფორმაციას“, ფესტივალის საპროგრამო ბუკლეტის მეშვეობით ვგებულობთ. ვიცით, რომ ლიბი სკალას მონო სპექტაკლი ცარიელ სივრცეში მოქცეული ერთი ადამიანის ზღაპარია“.- „თავის მხრივ უნიკალურ და განსაკუთრებულ წარმოდგენად შეიძლება მივიჩნიოთ. მაშინ, როდესაც თანამედროვე თეატრი მონოსპექტაკლებს გვთავაზობს იმისათვის,რომ მკაფიოდ ატენდენციურიკონცეფტუალური ჩნაფიქრის მეშვეობით, ჩვენ (მაყურებელი თუ მსმენელი) პერსონაჟის თანაგამზიარებლებად გვაქციოს,ლიბი სკალას ფელიჩიტა ცალკე მდგომ და რადიკალურად განსხვავებულ სათეატრო ნიმუშად გვევლინება. თუკი მთელ რიგ მონოპიესებში ავტორის მიერ ცარიელ სივრცეში მოქცეული ერთადერთი პერსონაჟი გვევლინება რადიკალური ტრაგიზმის, ეგზისტენციალური წუხილითა თუ დრამატიზმით განჭვალულ წამებულად, რომელიც ცდილობს მაყურებელთა დარბაზში მჯდომი თითოეული მაყურებელი საკუთარი ტკივილის მატარებლად აქციოს, ლიბი სკალას თხრობის მიზანი რადიკალურად განსხვავებულია. შეიძლება ითქვას, რომმ იუხედავად მაყურებელთა დარბაზისა და სასცენო სივრცეს შორის საზღვრები წაშლილი არაა ჩვენ, მაყურებლები, არამომსწრენი, არამედ ამბების ჯაჭვის თანამონაწილეებად ვიქცევითუბრალოდ აპოეტურად გასაოცარი ისტორიის თანამონაწილეები.

ფესტივალის ორგანიზატორები „ცალკემდგომი“ და„რადიკალურადგანსხვავებული სათეატრონიმუშის“ წაკითხვა/გადააზრებისკენ (და თანაც არაკონცეპტუალურ ჭრილში),ჯერ კიდევ წარმოდგენის დაწყებამდე გვიბიძგებენ… და, ეს, მაშინ, როდესაც მონოსპექტაკლი, თავიდან ბოლომდე, შემსრულებლის ვერბალურ ასპექტზეა აგებული. ლინგვისტური ენა – ის მთავარი კომპონენტია, რომელსაც ჩვენთვის, წარმოდგენის მთავარი გასაღები – მოთხრობილი ამბის შინაარსი უნდა გადმოეცა.

მიუხედავად, ლიბი სკალას არაჩვეულებრივი, პროფესიონალური თამაშისა, ვთვლი, რომ ჩემნაირი„ენისუცოდინარი“მაყურებელისთვის,სცენიდან წამოსული ემოციის ადეკვატურად გაზიარება, სუბტიტრების გარეშე სამწუხაროდსაკმაოდ რთული აღმოჩნდა.

1

 

დრამატული ამბავი ბედნიერებაზე, ანუ Felicitas-ზე

ლაშა ჩხარტიშვილი

სათეატრო კომპანიები ამერიკიდან იშვიათად სტუმრობენ ქართულ თეატრებს. ამერიკული თეატრის მოდელზე წარმოდგენა მხოლოდ თეორიულად და ვირტუალურად, ვიზუალური საშუალებებით შეგვიძლია შევიქმნათ. ბოლო პერიოდში კი თეატრი ამერიკიდან მხოლოდ ორჯერ ეწვია საქართველოს და ორივეჯერ (თუ არ ჩავთვთვლით რობერ ლეპაჟის მონო სპექტაკლს  „თვარის შორი მხარე“, რომელიც თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამაში იყო) მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარი“ ფარგლებში ვნახეთ. ფესტივალის ორგანიზატორები, განსაკუთრებით კი ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე და გენერალური მენჯერი სოფო თორთლაძე საინტერესოდ არჩევენ ფესტივალის პროგრამას ყოველწლიურად. ისინი ცდილობენ არა მხოლოდ მხატვრული თვალსაზრისით დახვეწილი და საინტერესო ნამუშევრები ჩამოიტანონ, არამედ გააფართოვონ თეატრალური არეალი არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ სათეატრო ესთეტიკის თვალსაზრისით. ამ ფესტივალზე ვეცნობით როგორც განსხვავებული სტილისტიკის დრამატულ, თუ ქუჩის, ისე ცეკვის თეატრებსაც. ამერიკული თეატრის მოწვევაც სწორედ იმის დასტურია, რომ გავეცნოთ იმ ხერხებს, რომელიც მეზობელი ევროპისგან განსხვავებით, ოკეანის გაღმა განაგრძობს არსებობას, თუ განვითარებას.

ავტორ-შემსრულებლის ლიბი სკალას მონო სპექტაკლი “Felicitas”  (რეჟისორი ჯენის ელ გოლდბერგი) სწორედ ამერიკული თეატრის მოდელად შეგვიძლია მივიჩნიოთ. მით უმეტეს, პიესის ავტორ-შემსრულებელი ამერიკელია, რომელიც პრინციპულად მხოლოდ თეატრში მოღვაწეობს და განსხვავებულ შესრულების მანერას გვთავაზობს. როგორც ჩანს, მას არ იზიდავს კინოს ნატურალისტურ-რეალისტური ხერხები. მონო სპექტაკლიც ამის ნათელი დადასტურებაა.

მიუხედავად კამერულ სივრცეში გათამაშებული მონოლოგისა, ლიბი სკალა თამაშის უტრირებული მანერით და ილუსტრაციული შესრულების სტილით მაინც ავლებს გარკვეულ ზღვარს მასსა და მაყურებელს შორის. ამბავი, რომელსაც სპექტაკლის ავტორი მოგვითხრობს რეალურ ფაქტებს ეფუძნება. ის ეხება ჩვილი ბავშვების ამღზრდელ დეიდა ლიზის, რომელმაც თავისი პროფესიონალიზმით გაითქვა სახელი ამერიკაში. პიესის მთავარ გმირს მუდმივად უწევს ბრძოლა ბალანსის დასაცველად პირად ცხოვრებასა და პროფესიულ თავდადებას შორის.

მსახიობი ამერიკული თეატრისთვის დამახასიათებელი სტილით, რომელიც დამახასიათებელი იყო ძველი ბრიტანული თეატრისთვისაც, ტექსტის მუდმივი ილუსტრირებით მოგვითხრობს პროფესიისთვის თავდადებული ქალის დრამატულ ისტორიას, ჩვილობიდან გარდაცვალებამდე.

სპექტაკლში გამოყენებულია მრავალფეროვანი მულტიმედიური ხერხი. სურათები, რომელიც პირობითი სცენის ფონზე ჩნდება, ხანაც სტატიკურია, ხანაც დინამიკაში წარმოდგენილი, მათ შორის ხვდებით, ისტორიულ-დოკუმენტური და მხატვრულ-ანიმაციურ სურათებს, რომელიც ტექსტის ილუსტრაციას წარმოადგენს, ისე როგორც ლიბი სკალას შესრულება. გაოცხლებული პორტრეტები, გეოგრაფიული ადგილები და პეიჯაჟები აცოცხლებს მესამე რეიხს გამოქცეული ავსტრიელი მედდის დრამატულ ისტორიას, რომელმაც ამერიკაში ჩვილი ბავშვის განსაკუთრებული მეთოდი და კულტურა დანერგა.

სპექტაკლს კიდევ ერთი შემსრულებელი ჰყავს, სტივენ მეი, რომელიც მუსიკის ავტორი და შემსრულებელია, როგორც თავად ლიბი სკალა (ტექსტის შემთხვევაში). ის მთელი სპექტაკლის განმავლობაში ქმნის მუსიკალურ ფონს და ხელს უწყობს მაყურებელს განწყობის შექმნაში. შვიდ სტრუმიანი ვიოლინოს აჟღერებით მუსიკოსი აცოცხლებს მუსიკალურ ბგერებსა, რომელიც მთავარი გმირის ცხოვრების დამახასიათებელ ინსტრუმენტადაც იქცევა.  სპექტაკლი ტექსტის ილუსტრატიული ხერხისა და თამაშის მანერული სტილის გარდა, აერთიანებს აფექტურ მოძრაობებსაც, რომელიც ლოგიკურად უშვებს ყოველგვარ პირობითობას „სცენაზე“.

ასობით ჩვილის გამზრდელი ლიზი, ამბობს: „როდესაც ბავშვები ტირიან, ცოტა ხანი არ ვაჩერებ. თავად მე არასოდეს ვტირი. იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მე გამოვიარე, ბავშვებს ვუტოვებ უფლებას ჩემს მაგივრადაც იტირონ“.  ამ სიტყვებში გამოიხატა დეიდა ლიზის ცხოვრების კრედო, რომელიც ბევრი დედისთვის სამაგალითო უნდა იყოს, მაგრამ არის კი ასე განა.

felicitas-shirin-tinati

“ქარი ალვებში შრიალებს”

img_06341-690x450

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარი“ ფარგლებში საქართველოს წელსაც ესტუმრა ლიტველი რეჟისორი რიმას ტუმინასი. ამჯერად მოსკოვის ვახტანგოვის თეატრი მაყურებლის წინაშე 18 ოქტომბერს სპექტაკლით ” ქარი ალვებში შრიალებს” წარსდგა.

ჟერალდ სიბლეიარსის პიესის მიხედვით ლიტველმა რეჟისორმა რიმას ტუმინასმა ქართველი მაყურებელი კვლავ აღაფრთოვანა. სპექტაკლში აღწერილია თითოეული ჩვენგანის ყოფიერება, აბსურდი და პარადოქსი, ის გაცვეთილი ცნებები, რომლებსაც ჩვენ მივმართავთ, მაშინ, როდესაც ვცდილობთ ჩვენი უნაყოფო და უაზრო ყოფიერება გავამართლოთ, რომელშიც ვიმყოფებით. ჩვენ ვიქმნით ილუზიას, ილუზიას იმისას რომ მისია გაგვაჩნია, რომ კონკრეტული ამოცანა გვაქვს შესასრულებელი, რომ ჩვენ მოცემულობას ვქმნით და ვცვლით, არადა… „როგორ ვცდებით.“

რიმას ტუმინასის აბსურდული სამყარო, ძალიან წააგავს იმ ჩვენს რეალობას რომელშიც ყოველდღე ვითქვიფებით. სპექტაკლის დაწყების პირველივე წამებიდან დარბაზის ყურადღება სცენაზე მყოფ სამ „მასხარას“ მიეჯაჭვა. სამი ჩვენთვის ძალიან ნაცნობი, საყვარელი და ახლობელი ჯაბმაზი ცხოვრობს ჩვენი ცხოვრებით, ისინი ჩვენსავით ცდილობენ დაამარცხონ რეალობა, გაკვეთონ ეს წყეული ჯადო-წრე, რომელსაც ჩვენ სიცოცხლეს ვუწოდებთ. იმარჯვებენ და მარცხდებიან, ტირიან და ხარხარებენ, მოთქვამენ და მასხრობენ… და საბოლოოდ თავს გვაყვარებენ.

ამ წარმოდგენაში ყოველგვარი საზღვარი, სტილი, ესთეტიკა, მკვეთრი ფორმა და ჟანრი წაშლილია, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ეს ჩვენი სიცოცხლის იმ გასაოცარი მომენტების ანარეკლია, როდესაც მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ამ წამიერებას, რომელშიც ბოლომდე, თავდაუზოგავად და თავგანწირვით ვეშვებით.

სპექტაკლი დასრულდა, მაგრამ ის წამიერება, ის ემოცია რაც განვიცადეთ, სამუდამოდ გაგვყვება და ვინ იცის, იქნებ ჩვენც ამ წარმოდგენის შემდეგ ცოტათი უფრო კეთილშობილები გავხდეთ და ის წამიერება უზარმაზარ ზღაპრად ვაქციოთ, რომელსაც მომავალში გასაოცარ სიცოცხლეს ვუწოდებთ.

233540190.jpg

 

Jako FM

თემო გოცაძის პერსონალური გამოფენა თუმანიშვილის თეატრში

IMG_0561.jpg

ფესტივალი „საჩუქარი“ წელს რიგით მე-15 სეზონს აღნიშნავს. 15 ოქტომბერს 17:00 საათზე ფესტივალი ოფიციალურად თუმანიშვილის თეატრში თემო გოცაძის გამოფენით გაიხსნა. ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვეწეობასთან ერთად თემო გოცაძე ათწლეულების მანძლზე აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობაში იყო ჩართული. 1967 – 1983 წლებში ჯერ საქართველოს ტელევიზიის დამდგმელი, შემდეგ კი მთავარი მხატვარი იყო. 12 წელი ხელმძღვანელობდა მხატვრის სახლს, ხოლო შემდგომი 18 წლის მანძლზე სურათების ეროვნულ გალერეას. მისი თაოსნობით ეროვნულ გალერეაში პერმენენტულად ეწყობოდა ქართველ მხატვართა საგაზაფხულო და საშემოდგომო ექსპოზიციები, პერსონალური და თემატური გამოფენები. თემო გოცაძის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, კალიფორნიის ფედერაციულ მუზეუმში, კანადის თანამედროვე სახვითი ხელოვნების მუზეუმში, ასევე იტალიის, აშშ-ს, მექსიკია, ირანის, საფრანგეთის, თურქეთის, რუსეთის და საქართველოს კერძო კოლექციებში.

14670911_732987220166312_630995938887586533_n.jpg

რიმას ტუმინასი: საქართველოსთან შემოქმედებითი აღმაფრენა მაახლოვებს

sputkik-georgia.com

რეჟისორი თბილისში იმყოფება და დედაქალაქის თეატრის მოყვარულებს ფესტივალ GIFT-ის ფარგლებში სპექტაკლს „ქარი ალვებში შრიალებს“ წარუდგენს.

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. შემოქმედებითი აღმაფრენითა და სითბოთი მისთვის ახლობელი ქვეყანა უწოდა საქართველოს წარმოშობით ლიტველმა ცნობილმა რუსმა თეატრალურმა რეჟისორმა რიმას ტუმინასმა.  ვახტანგოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი საქართველოს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ GIFT-ის ფარგლებში ეწვია.  „Sputnik საქართველო“ 2016 წელს ფესტივალ GIFT-ის საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორი გახდა.  „იცით საოცარი გრძნობაა: ერთი მხრივ, ჩვენ — ვახტანგოვის თეატრი და ფესტივალი როგორღაც დაკავშირებულნი ვართ, ახლობლები გავხდით, ვუგებთ ერთმანეთს, თვალყურს ვადევნებთ და, მეორე მხრივ, მე ხომ ლიტველი ვარ. ასე რომ, საქართველო ძალიან ახლობელია ჩემთვის როგორც შემოქმედებითი აღმაფრენით, ასევე იმ რაღაცით, რაც პატარა ერებს აერთიანებს — ძალიან თბილი, სათუთი, ისეთივე პრობლემებით, ალბათ ერთნაირი ცხოვრებით და ოცნებებით…“ — უთხრა Sputnik-ს ტუმინასმა.  ამასთან რიმას ტუმინასმა საქართველოს წარმატებით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები მოულოცა და აღნიშნა, რომ მას აინტერესებდა და თვალყურს ადევნებდა საარჩევნო პროცესს.

233540190.jpg

ქართულ სცენაზე ვახტანგოვის თეატრი უჩვენებს თავის ერთ-ერთ საუკეთესო სპექტაკლს „ქარი ალვებში შრიალებს“. ტუმინასის სპექტაკლი ვლადიმირ ვდოვიჩენკოს, ვლადიმირ სიმონოვის და მაქსიმ სუხანოვის მონაწილეობით თანამედროვე ფრანგი დრამატურგის ჟერალდ სიბლეირასის პიესის მიხედვით არის დადგმული.

ეს არის სამი მოხუცის ისტორია, რომლებმაც ომი გამოიარეს. ისინი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს თავშესაფარში ატარებენ, თუმცა შინაგანად სიცოცხლის, ერთმანეთის დიდ სიყვარულს ატარებენ და სურვილს, რომ ისწრაფონ სანუკვარი ოცნებისკენ. თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ხანგრძლივი კამათის შემდეგ ეს სამეული გადაწყვეტს გაიქცეს გორაკზე, სადაც ალვები შრიალებენ… ვახტანგოვის თეატრის სპექტაკლი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე 18 და 19 ოქტომბერს 20:00 საათზე გაიმართება.

233540198.jpg
რიმას ტუმინასი — საბჭოთა, ლიტველი და რუსი თეატრალური რეჟისორი. 2007 წლიდან მოსკოვის ვახტანგოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია.

მის ჯილდოებს შორის არის: „ოქროს ნიღაბი“, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემია, „მეგობრობის ორდენი“, პრემია „ცოცხალი თეატრი“, პრემია „თეატრალის ვარსკვლავი“ ნომინაცია „საუკეთესო რეჟისორი“. ტუმინასი საუკეთესო სპექტაკლის ნომინაციაში პირველი თეატრალური პრემიის „ბროლის ტურანდოტის“ სამგზის ლაურეატია სპექტაკლებისთვის „ძია ვანია“ (2011), „ნავსაყუდელი“ (2012) და „ევგენი ონეგინი“ (2013 წ).

წვიმად მოსული ვნება მაყურებელმა აიტაცა

thumb_640x480_lluvia_ey_004.JPG

ავტორი –  მანანა ტურიაშვილი ( sputnik-georgia.com )

მიხეილ თუმანიშვილის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი მსოფლიოში სახელგანთქმული ესპანელი მოცეკვავის ევა იერბაბუენას დასმა გახსნა. სპექტაკლმა „წვიმამ“ ქართველი მაყურებლის ისეთი რეაქცია გამოიწვია, რომ წვიმა სეტყვასავით წამოსულმა „ბისმა“ და „ბრავომ“ შეცვალა.

თბილისობაზე ფესტივალმა ქართველ მაყურებელს სრულყოფილებით გამოწვეული ბედნიერება და სიხარული მიანიჭა. როცა სევილიელები ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე მაყურებლის ყურადღებით გაოგნებულები იდგნენ, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა — ქეთი დოლიძემ მიხეილ თუმანიშვილის პრიზით დაჯილდოების ცერემონიისთვის დარბაზიდან დრამატურგი ლაშა თაბუკაშვილი და მხატვარი თემო გოცაძე მოიხმო, მესამე პრიზიორი უკვე სცენაზე იდგა — ქალბატონი ევა იერბაბუენა. მამაკაცებმა რაინდულად უმალ დაივიწყეს თავიანთი პრიზები და სპექტაკლის ემოციით შეძრულებმა დუენდეზე დაიწყეს საუბარი. ფედერიკო გარსია ლორკა წერს: „დუენდე გოეთემ პაგანინთან მიმართებაში განსაზღვრა: „იდუმალი ძალა, რომელსაც ყველა გრძნობს და ვერც ერთი ფილოსოფოსი ვერ აგიხსნით.“ ასე რომ დუენდე ეს არის ძლიერება და არა შრომა, არა აზრი. მახსოვს, ერთი მოხუცი გიტარისტი ამბობდა: „დუენდე ხმაში არ მდგომარეობს, ეს შიგნიდან მოდის, ძირიდან.“ ესე იგი, საქმე ტალანტში კი არა, თანამონაწილეობაშია; ის სისხლშია და სხვა სიტყვებით, რომ ვთქვა — ის უძველეს კულტურაშია, შემოქმედებით უნარშია.“

დუენდეს იდუმალი ბგერები გვიახლოვდებოდა ნელ-ნელა, შეპარულად, რომელიც ოპერისა და ბალეტის თეატრის ჭაღებით შემკობილ დარბაზს ვნებათა მრუმე და ტრაგიკულ საბურავში ახვევდა. ესპანური დასის წარმოდგენა — „წვიმა“, ფლამენკოს ცეცხლოვან ალს ნელ-ნელა აღვივებდა, თვით იმუხტებოდა და მისტიკური ძალით, ხავერდის სკამში რბილად მოკალათებულ მაყურებელს ტორეროს მოქნილი მოძრაობის მსგავსად ხარივით ახელებდა.

პირველ წუთებში მაყურებელთა დარბაზი მთავარი მოცეკვავის — ევა იერბაბუენას პარტერში მსვლელობას ინტერესით თვალყურს ადევნებდა, მას არც ამ ბრწყინვალე მოცეკვავის სცენაზე ასვლა გაკვირვებია და არც პინა ბაუშისა და პედრო ალმოდოვარის ფილმის „დაელაპარაკე მას“ ხანმოკლე ასოციაციები. უბრალო წითელ კაბაში ჩაცმული ევა იერბაბუენა სცენაზე, სავარჯიშო სამოსელში გამოწყობილ დასს ათვალიერებდა, თითქოს ირჩევდა ან იწვევდა მათ. მსოფლიოში აღიარებული ფლამენკოს მოცეკვავე და ლეგენდარული მაია პლისეცკაიას ხელდადებული, მცირე ტანის თეძოჩასხმული ქალბატონი მკაცრად მოძრაობდა სცენაზე. ტემპო-რიტმი ნელი და გაყურსული იყო მანამ, სანამ მომღერალთა ხმებმა, გიტარისტის აჟღერებულმა ბგერებმა და მოცეკვავეთა მოძრაობებმა ერთმანეთთან დიალოგი არ გამართეს.

ამ დიალოგს ენა არ სჭირდებოდა, ის ახსნას არ საჭიროებდა, ვინაიდან მის სიმარტივეში იდო ყველა ადამიანში ჩაბუდებული სიღრმე, რომელიც უნდა გაათავისუფლო, რომელიც უნდა ამოატივტივო, რომელიც უნდა გამოამზეურო, რათა თავი სრულყოფილ ადამიანად იგრძნო. მაგრამ, სანამ ამ პროცესს გაივლი, იქ, ამაღლებულ ფიცარნაგზე უნდა ნახო მოძრაობის დახვეწილი ტექნიკა, მომღერლების მიერ ამოთქმული ბგერების სიძლიერე, გიტარისტის თითების გახელებული შეხება სიმებზე.

მე ვარ სრულყოფილი — გვეუბნებოდნენ ესპანელი მსახიობები და ძალას გვმატებდნენ, გვავსებდნენ და მაყურებლის თვალწინ დაბადებული მშვენიერებით, იმ ფლამეკოს განადიდებდნენ, რომელიც იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მიაკუთვნა.
233500537.jpg

ესპანეთის წიაღში აღმოცენებულმა, არაბული, ინდუსური, ბოშური კულტურების შერწყმით დაბადებულმა ფლამენკომ გასულ საუკუნეში სამშობლოს საზღვრები გაარღვია. 1921 წელს, პარიზში სერგეი დიაგილევს შეუტანია რუსული ბალეტის პროგრამაში. 1943 წელს ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენში“ ფედერიკო გარსია ლორკას ნაწარმოების მიხედვით და სალვადორ დალის დეკორაციით სპექტაკლიც დაუდგამთ. ფლამენკოს არსი ბრწყინვალე მოცეკვავეებს არ ასვენებდა, მისი მწვერვალების დაპყრობა ბევრს უცდია, ბევრსაც კომერციული მიზნებისთვის გამოუყენებია, მაგრამ ევა იერბაბუენას დასის ყოველი წევრი სუფთა ხელებითა, ხალასი გულით შეხებიან ეროვნულ საგანძურს და ალბათ ამიტომ და არა მხოლოდ ამიტომ — ნიჭის წყალობითაც, შრომის უნარითაც შემოქმედებისთვის ეშაფოტზე თავი დაუდიათ.

უბრალოდ შემოსილი მსახიობები, ნელ-ნელა ესპანური ნაციონალური კოსტიუმით იმოსებოდნენ, მარაოებს ვირტუოზული ტექნიკით ათამაშებდნენ და წითელ გრძელ მოსასხამს, ევა იერბაბუენას და მისი პარტნიორის პლასტიკური მოძრაობის წყალობით, თითქმის პერსონაჟად წარმოსახავდნენ.

აზარტულმა მსახიობებმა, სპექტაკლის დაწყებიდან 20 წუთში ქართველი მაყურებლის გულისცემა იგრძნეს, უზარმაზარ დარბაზს ხელი ჩასჭიდეს და სპექტაკლის ბოლომდე ესპანური მისტიკის ატმოსფეროში მოაქციეს. შემსრულებლები სცენაზეც იმავე პროცესს ახორციელებდნენ: თითქოს აქ, ოპერის ფიცარნაგზე დამეგობრდნენ და გამართეს პაექრობა, რომელიც ხშირად, ნამდვილი დუენდეს ძალით, ორთაბრძოლაში გადადიოდა. აქ გასართობს ვერ ნახავდით, თითქმის ყველა ეპიზოდი (რამდენიმეს გამოკლებით) ტრაგიკულად იყო შემოსილი, ოღონდ ეს ტრაგიზმი სიხარულს განიჭებდათ, ვინაიდან მსახიობებთან ერთად განიცდიდი, ვინაიდან იცოდი რომ ცხოვრებაშიც ტრაგედია ტრიალებს, სიკვდილ-სიცოცხლის მარადიული ჭიდილი მძვინვარებს.

„წვიმაში“ ქალი და მამაკაცი ხან ახელებდნენ ერთმანეთს, ხან ხოტბას ასხამდნენ, ხუმრობდნენ. მსახიობები ხან სიუჟეტს ავითარებდნენ და ხან სპონტანურად წარმოშობილ ესკიზს ქმნიდნენ, რომელსაც ვერ მოყვები, ის მარტო უნდა იგრძნო. სხვაგვარად ვერც წარმოაჩენდნენ ესპანური მძიმე კაბის ოსტატურ შრიალს, სავარცხლით დამშვენებული თავის მოძრაობას, ხელის მტევნების უჩვეულო მოქნილობას. ათასნაირ ფერთა ლიცლიცში ყალიბდებოდა ქალისა და მამაკაცის ზოგადი პორტრეტები, რომლებსაც ქმნიდნენ განსხვავებული ასაკის მსახიობები, მომღერლები და გიტარისტი. ცალკეულ ეპიზოდებსა და ნომრებში ნაირფერად ასახული ქალი და მამაკაცი, საბოლოოდ თითქოს ერთიანდებოდა, იზრდებოდა, გიგანტური ხდებოდა და ფინალში დედამიწასა და ცას შორის, ტიტანების მსგავს ფიგურებად აღიმართებოდნენ.  46 წლის ევა იერბაბუენამ თბილისის ოპერის სცენაზე, ქართველ მაყურებელთან ორთაბრძოლაში დაამარცხა ასაკი, დაამარცხა მოდად ჩამოყალიბებული ქალების სიგამხდრისკენ მიდრეკილი ვნებები, დაამარცხა ახალგაზრდა ქალბატონების წარმოდგენა ქალის სიგრძე-სიგანის პარამეტრების შესახებ, ვინაიდან მან და მისმა დასმა დაამტკიცა, რომ თუ შემოქმედებითი უნარი გაქვს და მისი გადმოცემის ძალა შეგწევს, ყველა ადამიანის ჩარაზული სულის კარს გახსნი. ფინალურ სცენის დასაწყისში, რომელიც სპექტაკლის პირველ სცენას ჰგავდა, მაყურებელმა მისი განვითარება უკვე იცოდა: იერბაბუენამ სარეპეტიციო ტანსაცმელში შემოსილ პარტნიორებს გაუარა და თვით პარტერში დაეშვა. მისი გმირი წამოვიდა მაყურებელთა დარბაზიდან, დასთან ერთად უზარმაზარი კოცონი ააგიზგიზა, ტრაგიკულის შეგრძნებით აგვამაღლა და ისევ ხალხში გაუჩინარდა. ალბათ ეს არის ხელოვნება!

ევა იერბაბუენას „წვიმა“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დარბაზში

მარიამ იაშვილი

წელს, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ – ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე, კომპანია – ევა იერბაბუენას ფლამენკოს ბალეტის –  (Ballet Flamenco Eva Yerbabuena) მიერ წარმოდგენილი – საოცარი, ემოციური,  „ფეიერვერკული“, თავბრუდამხვევი სანახაობით – „წვიმა”( Lluvia), გაიხსნა.

მკრთალად განათებული სცენის მიღმა აქა-იქ ბათქაშჩამონგრეული, ძველი აგურის კედელია აღმართული. კედელს შუაში, ასევე ძველებური ხის კარიბჭე აქვს დატანებული. ჭერიდან ჩამოსული ნისლი უკვე მთელ დარბაზს სწვდება. სცენაზე შავ-ნაცრისფერ სამოსში გამოწყობილი მოცეკვავეები შემოდიან და საწყის პოზიციას ერთიმეორეს მიყოლებით იკავებენ.  განაბულ დარბაზში ჩოჩქოლია. მკრთალად განათებული პარტერის კიბეებიდან  წითელ კაბაში შემოსილი ქალის სხეული ვნებიანად მოაპობს დარბაზს, ადის სცენაზე, თითოეულ მონაწილეს, ფლამენკოსთვის დამახასიათებელი ფეხების რიტმული ბაკუნით სათითაოდ უვლის გარშემო და დასარტყამი ინსტრუმენტის საბრძოლო რიტმის ფონზე კულისებში უჩინარდება. სწორედ ამ დროს გრძნობ პირველად, რომ შენ თვალწინ, ძალიან მალე, სცენაზე ევა იერბაბუენას მიერ ნამდვილი ცეცხლი აგიზგიზდება.

ey_jaimemartinez_600

1970 წელს ფრანკფურტში დაბადებული და გრანადაში გაზრდილი  ევა მარია გარიდო  (Eva María Garrido) თანამედროვე ცეკვის ბალეტისა და უპირველესად – ფლამენკოს მეტად გამორჩეული შემსრულებელია. ამიტომაც არ იყო გასაკვირი, რომ დასის თოთოეული მონაწილე, მთელი წარმოდგენის განმავლობაში, წვიმის წვეთივით, ზედმიწევნით იმეორებდა ტრადიციული ესპანური საცეკვაო ხელოვნებიდან ამოზრდილი ევას სულისა და სხეულის რიტმულ მოძრაობებს.

თანამედროვე კლასიკური ცეკვის ელემენტებით გაჯერებული ფლამენკოს საბალეტო დასი საოცარი მომღერლებისა (განსაკუთრებით, ხოსე ვალენსია (Jose Valencia)) და ინსტრუმენტალი შემსრულებლებით (მათ შორის, თუ არ ვცდები, ერთ-ერთი გიტარისტი  და დასის მუსიკალური ხელმძღვანელი, მისი მეუღლე – პაკოა (Paco Jarana)) არის დაკომპლექტებული. თითოეული მათგანი – მუსიკალური ინსტრუმენტის, ვოკალისა თუ სხეულის მეშვეობით, – ევასეული ფლამენკოს დაუვიწყარ, იმპროვიზაციულ ვარიაციებს გვთავაზობს სცენიდან. ვფიქრობ, სწორედ ასეთ, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ნიუანსებში ვლინდება ესპანელი ქორეოგრაფის გასაოცარი პროფესიონალიზმი და უნივერსალურობაც: რამდენი მოდერნული შტრიხიც არ უნდა ამოტივტივდეს წარმოდგენაში, შენ თვალწინ, მაინც ტრადიციული ფლემანკოს დაუვიწყარი სამყარო იხსნება; სწორედ ესაა ევა იერბაბუენას ბალეტი – სულიერი ტკივილითა და ხორცის ზეიმით გაზავებული წარმოდგენა – ალბათ, ყველაზე პოეტურ-მეტაფორული სახელწოდებით  – Lluvia („წვიმა“). 

„არ არსებობს იმაზე მეტი დღევანდელობა, როგორიც ფლამენკოა… ფლამენკო, როგორც ასეთი…“ – ხშირად იმეორებს ცეკვის დედოფალი ინტერვიუებში და შენც ხვდები, რომ იგი მართლაც რომ ზედმიწევნით თანამედროვე, უზადოდ გემოვნებიან შოუს დგამს. დგამს შორეულ, ზაფხულში მზით გავარვარებულ ესპანეთში; დგამს ადამიანის უნივერსალური სულისა და ხორცის ზეიმს, რომლის მიზანიც, პირველ რიგში, სწორედ შინაგანი სამყაროს კონტექსტუალიზმის განსხეულებაში ვლინდება; დგამს იმისათვის, რათა ჩაგახედოს საკუთარ არსში, მიგიყვანოს კაცობრიობის რაობის ძირითად ფესვებთან და გაგახსენოს ის მთავარი ფასეულობა, რომელიც ყოველდღიური რუტინით გათანგულებს ასე ხშირად გვავიწყდება. ეს ფასეულობა კი შენი, საკუთარი, შინაგანი თავისუფლების ხიბლია.

„სულ სხვა მოძრაობა… სულ სხვა ბგერა… სულ სხვა ცხოვრება…“ – ამ სიტყვებით ასათაურებენ ევა იერბაბუენას მუსიკალურ პროექტს საფესტივალო რვეულში „საჩუქრის“ ორგანიზატორები…  და მართლაც…  რთულია ევას „სულ სხვა“ ფლამენკოზე  წერა…

რა თქმა უნდა, არსებობს უამრავი თეორიული შრომა ტრადიციული ფლამენკოს წარმოშობისა და მისი ტექნიკის განვითარების შესახებ, რომელთა დამოწმებაც აქ ევას პროექტის – Lluvia – კონტექსტში შემეძლო…

რა თქმა უნდა, უსასრულოდ შეიძლებოდა ევას ქორეოგრაფიული თავისებურებების მნიშვნელობაზე წერა, თანამედროვე მსოფლიო ბალეტის ნორმებში ჩასმული, თუ, ამოვარდნილი ფლამენკოს საბალეტო ნომრების ელემენტების მოყვანით…

რა თქმა უნდა, შემეძლო გამეკეთებინა იმ ჯილდოების ჩამონათვალი, რომელთაც, სხვათა შორის, წელს „მიხეილ თუმანიშვილის“ სახელობის ნომინაციაც შეემატა…

მაგრამ… რაც უფრო მეტი ინფორმაციის დამუშავებასა და განვრცობას ვისახავდი მიზნად, მით უფრო ვგრძნობდი, როგორ არასწორ გზას ვადექი, თანდათანობით როგორ ვცილდებოდი მთავარს – დამეწერა ევა იერბაბუენას ფლამენკოს ბალეტის სტუმრობასა და იმ შესრულების ხარისხზე ოპერისა და ბალეტის თეატრში, რომელმაც ასე დაატყვევა ქართველი მაყურებელი.

რა თქმა უნდა, მაინც ვერ შევძელი…

დაბოლოს, მაიკ ფიგისისა (Mike Figgis, Flamenco Women, 1998) და კარლო საურას (Carlos Saura, Flamenco, Flamenco, 2010) არაჩვეულებრივი ფილმების ნახვის შემდეგ (ორივე ფილმში ევა იერბაბუენა თამაშობს), კიდევ ერთხელ და საბოლოოდ დავრწმუნდი, თუ რატომ იყო ჩემი მცდელობა – დამეწერა ევაზე – ამაო. ამაო იყო თუნდაც იმიტომ, რომ ყველაზე მთავარი ფლამეკოში – გრძნობაა. გრძნობა, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ…

ევას ფლამენკო უნდა ნახო, მოისმინო და შეიგრძნო. სხვა დანარჩენი – თეორიაა.

14714888_1172007646200500_5193776644947977647_o